ნეო ქართული ბანკი - პირველი პერსონალური ბანკი საქართველოში, რომელიც მნიშვნელოვანი კაპიტალის მქონე ადამიანების, ოჯახებისა და ბიზნესებისთვის შეიქმნა.
საქართველოს საბანკო ბაზარზე “სს „ნეო ქართული ბანკი“ მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კომერციული საბანკო მომსახურების, Private Banking-ის მოდელით შემოდის. ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება პერსონალიზებული ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება, რაც კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და მათ ინტერესებზე მაქსიმალურ ფოკუსირებას დაეფუძნება.
სს „ნეო ქართული ბანკის“ უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებელთა ნდობა და მათი ინტერესების დაცვაა. ჩვენი გუნდი წარმართავს საქმიანობას პროფესიული ეთიკის უმაღლესი სტანდარტებით, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქართული საბანკო სექტორის განვითარებაში.
მნიშვნელოვანი კაპიტალი მოითხოვს ინდივიდუალურ ხედვას, მოქნილობასა და განსაკუთრებულ ყურადღებას. ამიტომ NEO-ში თითოეული ურთიერთობა პერსონალურია, თითოეული გადაწყვეტილება გააზრებული, ხოლო ჩვენი ხედვა გრძელვადიანი.
NEO აერთიანებს პერსონალურ და კორპორატიულ საბანკო მომსახურებას ერთ სივრცეში, სადაც ურთიერთობის საფუძველი ნდობაა, მთავარი პრინციპი კონფიდენციალურობა, ხოლო მთავარი ღირებულება კლიენტის ინტერესების დაცვა.
NEO - პერსონალური ბანკინგის ახალი სტანდარტი საქართველოში
NEO ძირითადი ღირებულებები
ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს. ისინი საფუძვლად უდევს თითოეულ ურთიერთობას, რომელსაც ვქმნით, და თითოეულ პასუხისმგებლობას, რომელსაც საკუთარ თავზე ვიღებთ. NEO-ში გვჯერა, რომ ძლიერი პარტნიორობა ნდობით იწყება, პასუხისმგებლობით მტკიცდება და გრძელვადიანი ხედვით ვითარდება.
ნდობა
ნდობა ჩვენი საქმიანობის საფუძველია. მას ვამყარებთ პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობით, თანმიმდევრულობითა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონფიდენციალურობას და თითოეული კლიენტის პირადი და ფინანსური სივრცის დაცვას. ჩვენთვის ნდობა მხოლოდ ურთიერთობის დასაწყისი არ არის - ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყოველდღიურად ვადასტურებთ.
ჩვენ არ ვითხოვთ ნდობას - ჩვენ მას ვიმსახურებთ.
მეურვეობა
ჩვენი კლიენტების კაპიტალს აღვიქვამთ როგორც მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც გააზრებულ მიდგომასა და გრძელვადიან ხედვას მოითხოვს. ჩვენი მიზანია შევუწყოთ ხელი შექმნილი ღირებულების დაცვას, კაპიტალის გონივრულ მართვასა და მდგრად განვითარებას. გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა მხოლოდ დღევანდელი საჭიროებების, არამედ გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობისა და სტაბილურობის გათვალისწინებით.
ვუფრთხილდებით შექმნილს. ვქმნით საფუძველს მომავლისთვის.
პარტნიორობა
ჩვენთვის თითოეული კლიენტი უნიკალური მიზნების, გამოცდილებისა და პრიორიტეტების მქონე პარტნიორია. ვცდილობთ, სიღრმისეულად გავიაზროთ მისი პირადი, ოჯახური და ბიზნესინტერესები, რათა შევთავაზოთ გააზრებული რეკომენდაციები და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები. გვჯერა, რომ საუკეთესო საბანკო მომსახურება მხოლოდ პროდუქტების შეთავაზებას არ გულისხმობს - ის ცოდნას, ყურადღებას, დიალოგსა და გრძელვადიან ურთიერთობას ეფუძნება.
ჯერ ვუსმენთ. შემდეგ ვაანალიზებთ. ვთავაზობთ იმას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.
მმართველობა
ბანკის მმართველობა მკაფიოდ გამიჯნულ პასუხისმგებლობას ეფუძნება. სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიას და ზედამხედველობს ბანკის საქმიანობას, დირექტორთა საბჭო კი ყოველდღიურ მართვას უზრუნველყოფს. საბჭოში დამოუკიდებელი წევრების მონაწილეობა ობიექტურ და გამჭვირვალე გადაწყვეტილებებს უწყობს ხელს.
სამეთვალყურეო საბჭო
იურის ლეონენკო
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
იურის ლეონენკო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. მას საერთაშორისო საბანკო სექტორში ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების სამეთვალყურეო საბჭოების წევრის პოზიციაზე.
გრიგორი მორჩილაძე
თავმჯდომარის მოადგილე, უფროსი დამოუკიდებელი წევრი
გრიგორი მორჩილაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და უფროსი დამოუკიდებელი წევრია. ამჟამად ის საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე და ფორსაით ინვესტმენტ გრუპის თანადამფუძნებელია. 18 წლის განმავლობაში მსხვილ კომერციულ ბანკებში წამყვან პოზიციებს იკავებდა, მათ შორის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას, 2015-2016 წლებში კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველი იყო.
თამარ ტყეშელაშვილი
დამოუკიდებელი წევრი
თამარ ტყეშელაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია. 2021-2024 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე. ასევე არის საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრი. აქვს მდიდარი პროფესიული და აკადემიური გამოცდილება: 15 წელი იმუშავა წამყვან იურიდიულ ფირმაში, მათ შორის პარტნიორის პოზიციაზე, სადაც იურიდიულ მომსახურებას უწევდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, პარალელურად კი ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.
დირექტორთა საბჭო
კახაბერ კოდუა
გენერალური დირექტორი
კახაბერ კოდუა ბანკის გენერალური დირექტორია. მას ქართულ საბანკო სექტორში ხანგრძლივი გამოცდილება აქვს: მსხვილ კომერციულ ბანკებში ეკავა წამყვანი პოზიციები და პასუხისმგებელი იყო კლიენტებთან მუშაობასა და რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის საოპერაციო მართვაზე.
თეონა გიორგობიანი
ფინანსური დირექტორი
თეონა გიორგობიანი ბანკის ფინანსური დირექტორია. საბანკო და ფინანსურ სექტორში 14 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ბოლოს კი ერთ-ერთი ციფრული ბანკის ფინანსური დირექტორი იყო. მანამდე მსხვილ ქართულ კომერციულ ბანკებში წამყვან პოზიციებს იკავებდა ფინანსების, ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით, მათ შორის ფინანსური დირექტორის მოადგილის თანამდებობას.
ლაშა მაზანაშვილი
რისკების დირექტორი
ლაშა მაზანაშვილი ბანკის რისკების დირექტორია. საბანკო სექტორში 12 წელზე მეტი გამოცდილება აქვს რისკების მართვის, შიდა აუდიტისა და დაკრედიტების მიმართულებით. ბოლოს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში საოპერაციო რისკების ხელმძღვანელი იყო.
ჩვენი ოფისი
მისამართი
აღმაშენებლის გამზ. 138ა
კონტაქტი
0 32 2 880 800
info@ngbank.ge
თბილისი, საქართველო
აღმაშენებლის გამზ. 138ა
დავიწყოთ საუბრით
დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან გვეწვიეთ თბილისის ოფისში - ჩვენი გუნდი სიამოვნებით შეგხვდებათ.

