კორპორატიული მომსახურება
მსხვილი ბიზნესის ფინანსური საჭიროებები მოითხოვს გააზრებულ მიდგომას, მოქნილ სტრუქტურასა და საიმედო პარტნიორობას. NEO გთავაზობთ კორპორატიულ საბანკო მომსახურებას, რომელიც თქვენი კომპანიის საოპერაციო საჭიროებებს, ფინანსურ სტრუქტურასა და ბიზნესის განვითარების მიზნებს შეესაბამება.
ანგარიშები და ანგარიშსწორება
მრავალვალუტიანი მიმდინარე ანგარიშები და ადგილობრივი თუ საერთაშორისო გადარიცხვების მომსახურება თქვენი კომპანიის ფინანსური ოპერაციებისთვის. ეფექტიანი ანგარიშსწორება და ფულადი ნაკადების მართვა ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
კორპორატიული დაფინანსება
საინვესტიციო და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსება საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის. თითოეულ დაფინანსების მოთხოვნას ინდივიდუალურად განვიხილავთ და მის სტრუქტურას ვადგენთ ბიზნესის მოდელის, ფულადი ნაკადების, ფინანსური მდგომარეობისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით.
სავაჭრო დაფინანსება
სავაჭრო ოპერაციების მხარდასაჭერად გთავაზობთ შესრულების, საგადახდო და საბაჟო გარანტიებს, აკრედიტივებსა და მოკლევადიანი სავაჭრო დაფინანსების შესაძლებლობებს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიან მართვას და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.
სახაზინო მომსახურება და ვალუტის კონვერტაცია
სახაზინო მომსახურება და ვალუტის კონვერტაცია მსხვილი მოცულობის ოპერაციებისთვის. ინდივიდუალური მიდგომა და ბაზრის პირობების გათვალისწინება გეხმარებათ ლიკვიდობის მართვასა და სავალუტო პოზიციებთან დაკავშირებული რისკების გააზრებაში.
ინტერნეტ-ბანკი
ციფრული საბანკო მომსახურება, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მართოთ ანგარიშები, განახორციელოთ გადარიცხვები და აკონტროლოთ საბანკო ოპერაციები დისტანციურად. თქვენი კომპანიის საბანკო საქმიანობა ხელმისაწვდომია თქვენთვის მოსახერხებელი ადგილიდან.
ვისაუბროთ თქვენს ბიზნესზე
თქვენი ბიზნესის მიზნები განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას. დაგვიკავშირდით და განვიხილოთ თქვენი კომპანიის ფინანსური საჭიროებები და შესაბამისი საბანკო შესაძლებლობები.

